ჯაბა ბრეგვაძე

ქართველი მორაგბე

ჯაბა ბრეგვაძე (დ. 1 დეკემბერი, 1987) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე.[1] მისი პოზიციაა ჰუკერი. 2012-2014 წლებში თამაშობდა „ტულუზის“ სახელით ტოპ 14-ში. 2015-2017 წლებში კი ინგლისური „ვოსტერის“ შემადგენლობაში.

ჯაბა ბრეგვაძე
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1987(1987-04-23) (37 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია hooker
ეროვნული ნაკრები
Jaba Bregvadze ვიკისაწყობში

2018 წელს ჯაბა გადავიდა იაპონურ „სანვულვზში“ და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც ზერაგბი ითამაშა. ის ასევე არის ერთადერთი ქართველი, ვისაც ზერაგბში ლელო აქვს დადებული. [წყარო არ არის მითითებული 812 დღე]

2022 წლიდან ჯაბა არის იაპონური „კუბოტა სფეარსის“ წევრი.

2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში ჯაბა ნაკრების ძირითად მოთამაშეთა შორის იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jaba Bregvadze Profile. Itsrugby.co.uk. ციტირების თარიღი: 7 November 2012.