ხუცისა (ხატი)
ხილანდარის მონასტრის ტაძარში ეს ხატი მარცხენა კლიროსის სვეტთანაა მოთავსებული. ოდესღაც, ერეტიკოსმა მღვდელმა თავი მართლმადიდებლად წარმოიდგინა და უკეთური ზრახვებით მივიდა ხილანდარის მონასტერში, მაგრამ იგი დაისაჯა: ლიტანიის დროს, როდესაც მას ეს ხატი ეპყრა ხელთ, უცაბედად დაიხრჩო. ამის შემდეგ ლიტანია ყოველთვის ამ ხატით აღესრულება და მას აუცილებლად ღვთისმსახური მიაბრძანებს, სწორედ ამიტომ სერბები სასწაულმოქმედ ხატს ”ხუცისას” უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ”ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია”. გვ. 104. თბილისი 2001 წ.