ხუნდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი

ხუნდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნდისუბანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია დიდი ზომის უხეშად თლილი კვადრები და ფიქალი. დასავლეთი კედლის სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევს. ამავე კედელში გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. ეკლესიის დანარჩენი კედლები დანგრეულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004