ხსარ იზმაილის ძე გასიევი (დ. 13 მაისი, 1929, ცხინვალი – გ. 2020, მოსკოვი) — ოსი მხატვარი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1980).[1] მშობლები რეპრესირებულები იყვნენ (1938), მამამისი დახვრიტეს. 1950 წელს წარმატებით დაასრულა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი, ხელძღვანელი — მახარბეგ თუღანოვი. 1951 წლიდან სწავლობდა და 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია; ხელმძღვანელები — ვასილი შუხაევი და აპოლონ ქუთათელაძე.[2] ამავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.[1] 1961 წლიდან იყო სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი. 1964 წელს ჩააბარა მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის ასპირანტურაში, თუმცა მეორე წელს თავი მიანება სწავლას. 1968 წელს ცხინვალში გამართა პირველი პერსონალური გამოფენა.[2] მის შემოქმედებაში მეტყველ ფერწერულობასთან შერწყმულია გროტესკულ-მეტაფორული ელემენტები. მნიშვნელოვან ნამუშევართა შორისაა: „წყურვილი“ (1961), „შუადღე“ (1966), „ზღაპარი“ (1972), „დღესასწაული (1981)“, „მოსავლის ზეიმი“ (1984), „შემოდგომა“ (1988, ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვ.[1]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 564.
  2. 2.0 2.1 Гассиев Хсар Измаилович. novymuseum.ru. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2020.