ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ძეგლი
ჰოჯალი (აზერ. Xocalı; გერმ. Chodschali) — ტრაგედია მოხდა 1992 წლის 25-26 თებერვალს (26 თებერვლის წინა ღამეს), როდესაც სომხური შეიარაღებული ფორმირებების მიერ განხორციელდა თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ძეგლის ავტორებია - აზერბაიჯანელი მხატვრები აკიფ ასკეროვი, ალი იბადულაევი და სალხაბ მამედოვი. მონუმენტის აგების ინიციატორად და თანაავტორად გამოვიდა ბერლინში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელი მხატვარი და მოქანდაკე იბრაჰიმ ახრარი.[1][2]
ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ძეგლი აზერ. Xocalı abidəsi | |
---|---|
მდებარეობა | გერმანია |
მოქანდაკე |
აკიფ ასკეროვი, სალჰაბ მამედოვი, ალი იბადულაევი, იბრაგიმ ახრარი |
თარიღდება | 2011 |
მოქანდაკე სალხაბ მამედოვის თქმით, ძეგლის პროექტის იდეა ეკუთვნის ოთხივე ავტორს.
გერმანიაში მაცხოვრებელი იბრაჰიმ ახრარის (მონუმენტის ერთ-ერთი თანაავტორის) თანამოღვაწეების, მათ შორის მთავრობის წევრების წყალობით, ასევე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა. კომპოზიცია წარმოადგენს სამი ადამიანის - მამის, დედისა და შვილის გამოსახულებას.
ძეგლის გახსნა შედგა 2011 წლის 30 მაისს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Enthüllung einer Skulptur im Lesegarten der Gottfried-Benn-Bibliothek (გერმანული)
- ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ძეგლი
- ↑ ხოჯალის ოკუპაციიდან 20 წელი სრულდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-05-04.
- ↑ აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ახლა საფრანგეთი ვალდებულია ხოჯალის გენოციდიც აღიაროს