ხოხაანთ კოშკი
ხოხაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარის მიდამოებში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
მდინარეების ხოხაანთ წყლისა და ჭურთულას შესაყართან, ციცაბოზე აღმართული კოშკი ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ძეგლი განეკუთვნება ზურგიან კოშკთა ტიპს. ზურგის სისქე 2,2 მეტრია. დღესდღეობით კოშკის 7 სართულის დონე იკითხება. საინტერესოა სართულშუა გადახურვა — კედლების წყობაში პერიმეტრზე კონსოლისებურად ჩატანებული ქვები ისეა ერთმანეთზე დაწყობილი, რომ იქმნება ფილების მშრალი გადახურვა. ასეთი გადახურვა შემორჩა ერთ-ერთ დონეზე, მის ზევით იგივე ჩანს ჭრილში. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ სწორხაზოვან კედელშია. იგი ძალიან მაღლაა გაჭრილი. წინ მიდგმული ჰქონდა სუბსტრუქცია, რომლის მხოლოდ ერთი კედელიღა შემორჩა. კოშკი საკმაოდ საინტერესოა და საჭიროებს ყურადღებას. ამჟამად ძეგლი არასახარბიელო მდგომარეობაშია. სწორედ მისი უკიდურესად ავარიული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა დეტალური აღწერა-აზომვა. შენობა შუაზეა გადახსნილი. შემორჩა მხოლოდ ერთი კედელი. მთელი ფერდი მოფენილია სამშენებლო მასალითა და ნაგებობის ნანგრევებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 60. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.