ხოძის ხატი
ხოძის ხატი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ორი მეტრის სიმაღლის გეგმით კვადრატული ნაგებობა ფლეთილი დიდი ზომის ქვითაა აშენებული. მოსახლეობა ამ ადგილს სალოცავად იყენებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004