ხოძის პირველი კოშკი
ხოძის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები კოშკი დაზიანებულია. კედლები სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. გეგმით ოთხკუთხა ნაგებობის მოცულობა ზემოთ ვიწროვდება. კოშკის გარშემო და შიგნით მიწის დონე აწეულია, ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004