ხოძის მეოთხე კოშკი

ხოძის მეოთხე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი დგას ბორცვზე. ნაგებობა დაზიანებულია, ჩამონგრეულია ჩრდილოეთი კედელი. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ქვით. შემორჩენილ დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია.

სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი, ვულკანური წარმოშობის წითელი ქვა და კირის დუღაბი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004