ხოძის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვითა და დუღაბით. შემორჩენილია ოთხი სართულის დონე. კარი გაჭრილია სამხრეთით, საიდანაც მიდგმულია წაგრძელებული მართკუთხა ფორმის ორსართულიანი ნაგებობა. კოშკის სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. შეიმჩნევა მხოლოდ კოჭის ბუდეები. მინაშენის სამხრეთი სარკმლის ქვემოთ ამოკაწრულია მზის სიმბოლური გამოსახულება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004