ხოძის აკლდამა
ხოძის აკლდამა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
აკლდამა წარმოადგენს ფლეთილი და ვულკანური ქვით ნაგებ ოთხკუთხა ნაგებობას, რომელიც ჩრდილოეთის კედლით მიწაშია შეჭრილი. ბანური სახურავი ეყრდნობა შეისრულ კამარას. წყობაში ალაგ-ალაგ შეიმჩნევა დუღაბი. აკლდამაში ყრია ძვლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004