ხოშა-ოთარ დადიშქელიანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიშქელიანი.

ხოშა-ოთარ დადიშქელიანი, დიდი ოთარი, კარგი ოთარი (გ. დაახლ. 1750) — სვანი მთავარი. XIX საუკუნის დადიშქელიანები თავს ხოშა-ოთარის შთამომავლებად თვლიდნენ.

გადმოცემით, ოთარი უშგულელების მიერ მოკლული ფუთა დადიშქელიანის შთამომავლი იყო. ჰყავდა ძმები — სორთმანი და დუდაუ, რომელთა შთამომავლობა განუწყვეტელ კლანურ კონფლიქტებში ამოწყდა. გადარჩა მხოლოდ ოთარის შტო („ოთარშა“). 1857 წელს კავკასიის არმიის მთავარ შტაბში შედგენილი გენეალოგიური ნუსხის მიხედვით ოთარს ჰყავდა შვილები — როსტომ-ხანი და თენგიზი, შემდგომდროინდელი დადიშქელიანების წინაპრები. ოთარი იხსენიება ასევე სვანურ ფოლკლორში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925, – გვ. 66-67;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 87.