ხორვატული ხელოვნება
ხორვატული ხელოვნება — წარმოადგენს სახვით ხელოვნებას ხორვატიაში, შუა საუკუნეებიდან დღემდე. ადრეულ შუა საუკუნეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ხორვატია ხელოვნების და არქიტექტურის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ბევრი ხორვატი ხელოვანი მოღვაწეობდა შუა საუკუნეებში, ხოლო რენესანსის პერიოდში ხორვატული კულტურა განიცდიდა მნიშვნელოვან აღმასვლას.
თანამედროვე ხელოვნების ისტორია ხორვატიაში იწყება პარიზიდან პოსტიმპრესიონისტური იდეების შემოსვლით.[1] 1920-იანებში ავანგარდულმა ჯგუფებმა ხელოვნებაში ეროვნული თემატიკა შეიტანეს,[2] ხოლო 30-იანებში უფრო მარტივი კლასიკური ფორმები დაბრუნდა.[3]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ფარგლებში სოციალურმა რეალიზმმა ვერ მოიკიდა ფეხი, სამაგიეროდ აქტუალური იყო გეომეტრიული აბსტრაქცია.[3] 70-იანებში განვითარდა ფიგურატიული ხელოვნება,[4] ხოლო 80-იანებში ისევ დაბრუნდა ტრადიციული ხატვის ფორმები დასახეები.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Croatian Art History: An Overview. Croatian Ministry of Foreign Affairs and European Integrations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 June 2010.
- ↑ Irina Subotić (Spring 1990), Avant-Garde Tendencies in Yugoslavia, Art Journal, Vol. 49, No. 1, From Leningrad to Ljubljana: The Suppressed Avant-Gardes of East-Central and Eastern Europe during the Early Twentieth Century, College Art Association, pp. 21–27
- ↑ 3.0 3.1 Davor Matičević. (October 1991) Identity Despite Discontinuity. International Contemporary Art Network (I-CAN). ციტირების თარიღი: 22 June 2010.
- ↑ 4.0 4.1 Umjetnost 20. st. u hrvatskoj Croatian. Scribd. ციტირების თარიღი: 12 March 2011.