ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხორვატული ღვინო — ხორვატიაში დამზადებული ღვინო, რომლის ისტორია დაიწყო დაახლოებით 2500 წლის წინ ძველი ბერძენი მკვიდრების მიერ დალმაციის სამხრეთ კუნძულებზე ვისზე, ჰვარსა და კორჩულაზე.[1] მსოფლიოს ღვინის ძველი მწარმოებლების მსგავსად, ხორვატიაში მრავალი ტრადიციული ყურძნის ჯიში შემორჩა, რაც მათ ადგილობრივ ვენახის გორაკებს შეეფერება. აითვისეს ღვინის წარმოების თანამედროვე მეთოდები დიდ ღვინის ქარხნებში და მიიღეს ევროკავშირის ღვინის რეგულაციები, რაც უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის გარანტიას. [2]

ამჟამად 300-ზე მეტი გეოგრაფიულად განსაზღვრული ღვინის რეგიონი და მკაცრი კლასიფიკაციის სისტემაა ხარისხისა და ადგილწარმოშობის უზრუნველსაყოფად. ხორვატიული ღვინის უმეტესობა თეთრია, დანარჩენი ნაწილი, ძირითადად, წითელია და მხოლოდ მცირე პროცენტია ვარდისფერი ღვინოები. ღვინის მწარმოებელი ორი გამოკვეთილი რეგიონია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი, განსაკუთრებით კი სლავონია, ორიენტირებულია მაღალფასიანი, ძირითადად, თეთრი ღვინის წარმოებაზე. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ, ისტრიის და კრკის ღვინოები, მეზობელ იტალიაში წარმოებული ღვინოების მსგავსია, ხოლო სამხრეთით, დალმაციაში, ნორმას ხმელთაშუაზღვის სტილის წითელი ღვინოები ქმნიან.[3] 2014 წელს ხორვატიამ ღვინის წარმოებაში 32-ე ადგილი დაიკავა ქვეყნების მიხედვით. დაახლოებით იწარმოება 45,272 ტონა. [4]

ღვინო პოპულარული სასმელია ხორვატიაში და ადგილობრივებს უყვართ საჭმელთან ერთად ღვინის სმა. ხშირად ღვინო განზავებულია გაზიანი ან ცქრიალა წყლით. ცნობილია გემიშთი - თეთრი ღვინისა და გაზიანი წყლის კომბინაცია და ბევანდა - წითელი ღვინისა და წყლის კომბინაცია.

ღვინის სახეობები

რედაქტირება
 
ღვინის მარანი, ბარანჯა

ხორვატიაში ღვინის მწარმოებელი ორი განსხვავებული რეგიონია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კონტინენტურ რეგიონში მდიდარი ხილის თეთრი ღვინოებია, მსგავსი სახეობებით, სლოვენიის, ავსტრიისა და უნგრეთის მეზობელ ტერიტორიებზე. ჩრდილოეთ სანაპიროზე წარმოებული ღვინოები ჰგავს იტალიურ ღვინოს, ხოლო სამხრეთით წარმოება უფრო ხმელთაშუა სახეობის წითელი ღვინისკენ არის მიმართული. კუნძულებსა და დალმაციის სანაპიროზე, ვაზის ადგილობრივი ჯიშები, მიკროკლიმატები და ვენახების საკმაოდ მკაცრი ხასიათი იწვევს ინდივიდუალური მახასიათებლებით გამორჩეულ ღვინოებს.

წარმოებული ღვინის უმეტესი ნაწილი (67%) არის თეთრი , ხოლო 32% წითელია და ძირითადად სანაპირო ზოლში მზადდება. ვარდისფერი ღვინო შედარებით იშვიათია. ასევე მზადდება სპეციალური ღვინო, მაგალითად, ცქრიალა ღვინო და დესერტის ღვინო.

ღვინის მწარმოებელი რეგიონები

რედაქტირება

ხორვატიას აქვს სამი ძირითადი ღვინის მწარმოებელი რეგიონი: აღმოსავლეთ კონტინენტური (Istočna kontinentalna), დასავლეთ კონტინენტური (Zapadna kontinentalna) და სანაპირო (Primorska), რომელიც ასევე მოიცავს კუნძულებს. თითოეული მთავარი რეგიონი იყოფა ქვე-რეგიონებად, რომლებიც კიდევ იყოფა უფრო მცირე ზომის ვინოგორჯად (ფაქტობრივად, ღვინის ბორცვები). მთლიანობაში, ხორვატიაში 300-ზე მეტი გეოგრაფიულად განსაზღვრული ღვინის მწარმოებელი ადგილია. ღვინის წარმოების ნახევარზე მეტი კონცენტრირებულია სამ ადგილას: ისტრიაში, ოსიეკ-ბარანჯაში და ვუკოვარ-შრიჯემში. [5]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

ხორვატიის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი შეიქმნა 1996 წელს ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის ზედამხედველობისთვის და პასუხისმგებელი იყო მევენახეობისა და ღვინის წარმოების რეგულირებაზე.[6] სტანდარტები ევროკავშირის ღვინის რეგულაციების მსგავსად შეიქმნა საბოლოო პროდუქტის თანმიმდევრული ხარისხის უზრუნველსაყოფად. ხორვატული ღვინოები კლასიფიცირებულია ხარისხის მიხედვით, რაც ეტიკეტზე ნათლად არის აღწერილი. გამოყოფილია სამი ძირითადი კატეგორია: [2]

  • უმაღლესი ხარისხის ღვინო (Vrhunsko Vino)
  • ხარისხიანი ღვინო (Kvalitetno Vino)
  • სუფრის ღვინო (Stolno Vino)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Wine Report" (PDF). USDA Foreign Agricultural Service. 20 February 2014. Retrieved 27 June 2015.
  • Božić, Miroslav (February 2008). "Hrvatsko tržište vina" [Croatian Wine Market] (PDF) (in Croatian). Retrieved 27 July 2018.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ante Krstulovic (2008), Vina Hrvatske: Vodeci hrvatski vinari, najbolja hrvatska vina i najvaznije vinske sorte, Profil, pp. 224, ISBN 978-953-12-0944-1
  2. 2.0 2.1 Zakon o vinu Croatian. Narodne novine (10 June 2003). ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  3. Listu Zemljopisnih Oznaka (List of Geographical Labels). Ministarstvo Poljeprivrede (Ministry of Agriculture) (2017). ციტირების თარიღი: 6 November 2019.
  4. Crops processed. FAOSTAT. Food and Agricultural Organization of the United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 20, 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
  5. Busamo se vinarstvom, a proizvodnja vina se u pet godina prepolovila hr. tportal.hr (26 May 2018). ციტირების თარიღი: 27 May 2018.
  6. Croatian Institute of Viticulture, Enology and Pomology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2011. ციტირების თარიღი: 5 August 2010.