ხიხვი ლეჩხუმის
ხიხვი ლეჩხუმის — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.
რაჭა-ლეჩხუმში მცირე ნაკვეთების სახით უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. რაჭული ხიხვი სრულიად განსხვავდება ამავე სახელწოდების კახური ჯიშისგან (იხ. ხისვი (ჯაწაწურა).
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, ძლიერ კუმსი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური და მომწვანო. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, სასიამოვნო გემოთი.
ხიხვი საშუალო ზრდის ვაზია. საშუალო ან საშუალოზე უხვმოსავლიანია. ცაგერში ყურძნის დამწიფებას 192 დღე სჭირდება, ხოლო იმერეთში 156 დღე. ლეჩხუმში სრულ სიმწიფეში ოქტომ-ბრის მეორე ნახევარში შედის, იმერეთში კი ოქტომბრის პირველ რიცხვებში. მტევნის წონა 100-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.5-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.
ხიხვი გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 522