ხიჩდი
ხიჩდი სამხრეთ- აზიური კერძია, რომელიც მზადდება ბრინჯის და ოსპისგან. ინდურ კულტურაში ის ითვლება ერთ-ერთ პირველ საკვებად, რომელსაც პატარა ბავშვები ჭამენ. ინდუისტები, რომლებიც მარხვის დროს მარცვლეულის ჭამას ერიდებიან, ჭამენ საბუდანა ხიჩდს, რომელიც მზადდება საგოსგან. [1] ხიჩდი მარილიანი ფაფაა. არსებობს მისი მსგავსი ოღონდ ტკბილი ფაფაც, სახელწოდებით დალია. ეს კერძი მზადდება დაქუცმაცებული ხორბლის ან ქერისგან, რომელშიც შერეულია შაქარი და რძე.[2]
ანგლო- ინდური კერძის, კედგერეეს ინსპირაციას სწორედ ხიჩდი წარმოადგენდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებატერმინი ხიჩდი მომდინარეობს სანსკრიტიდან खिच्चा, ხიჩჩაა, რაც ბრინჯისა და პარკოსნების კერძს ნიშნავს.[3]
ისტორია
რედაქტირებასაბერძნეთის მეფე სელევკუსმა ინდოეთში ლაშქრობისას(ძვ. წ. 305-303) აღნიშნა, რომ ბრინჯის კერძები ძალიან პოპულარულია ინდოეთის ნახევარკუნძულის ხალხში. მაროკოელი მოგზაური იბნ ბატუტა ახსენებს კიშრის, ინდურ კერძს, რომელიც შედგებოდა ბრინჯის და მუნჯის მარცვლებისგან. ეს მან 1350 წელს მოგზაურობისას აღნიშნა. ხიჩდი აღწერილია აფანასიი ნიკიტინის, რუსი ავანტიურისტის თხზულებებში, რომელმაც XV საუკუნეში იმოგზაურა ინდოეთის ნახევარკუნძულზე. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მუღალებში, განსაკუთრებით ჯაჰანგირში. არსებობს მე-16 საუკუნით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ხიჩდის შვიდი რეცეპტია აღწერილი.[4] ფიქრობენ, რომ ანგლო-ინდური კერძი კედგერეე ხიჩდისაგან წარმოიქმნა.
რეგიონალური ვარიაციები
რედაქტირებახიჩდი ძალიან პოპულარული კერძია ინდოეთის ნახევარკუნძულზე, ბანგლადეშში, ნეპალსა და პაკისტანში. კერძი ფართოდ არის გავრცელებული ინდოეთის მრავალ შტატში, როგორიცაა ჰარიანა, რაჯასტანი, გუჯარატი, ბენგალი, ასამი, ბიჰარი, ჯარხანდი, უტარ-პრადეში, ოდიშა და მაჰარაშტრა. [5] ჩვეულებრივ ემატება ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი და მწვანე ბარდა. სანაპირო მაჰარაშტრაში პოპულარული ვარიანტი მზადდება კრევეტებით. ხიჩდი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და კომფოტრული კერძია, რადგან მის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი ჭურჭელია საჭირო.
ბენგალი
რედაქტირებაბენგალში კერძი ცნობილია როგორც খিচুড়ি, ხიჩური. ეს კერძი აქ დელიკატესადაა ცნობილი. მას ხშირად თან ახლავს ხორცის წვნიანი, თევზი, კარტოფილის ნაჭრები, ბადრიჯანი, სხვადასხვა სახის მწნილები და ომლეტები. ბრინჯი ჩვეულებრივ წვიმიან დღეებში მზადდება, რაც ღმერთებისთვის შესაწირავს წარმოადგენს.
მზარეულები და დიასახლისები ხშირად ამზადებენ ამ კერძს მასში შერეული მრავალი ინგრედიენტით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჯოგა ხიჩური (জগা খিচুুড়ি) ბენგალურ ენაში არეულობას ნიშნავს.
კერძის სველი, წებოვანი ვერსია ბავშვებისთვის და ავადმყოფებისთვისაა გავრცელებული. ეს არის პირველი მყარი კერძი, რასაც ჩვილებს აჭმევენ. მოხუცებსა და ავადმყოფებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კუჭის პრობლემა აქვთ, ამ კერძს სთავაზობენ, რადგან ის მეტად მარტივი მოსანელებელია, ვიდრე სხვა, ხორციანი და სანელებლებიანი კერძები.
ბიჰარი
რედაქტირებახიჩდი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბიჰარში. იგი მზადდება ბრინჯის, დალისა და გარამის მასალებით. მასთან ერთად ხშირად მიირთმევენ კარტოფილის პიურეს ხახვით, მწვანე ცხარე წიწაკას, მარილსა და მდოგვის ზეთს. ასევე პოპულარულია მანგოს მწნილთან ერთადაც. ჩვეულებრივ, მას მიირთმევენ ყოველ შაბათს ბიჰარში და ასევე მაკარ სანკრანტის დროს სადილზე. ზამთრობით ხიჩდის უმატებენ ყვავილოვან კომბოსტოს და მწვანე ბარდას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sean Williams, 2015, "The Ethnomusicologists' Cookbook, Volume II: Complete Meals from around the world", Routledge Taylor & Francis group, page 37.
- ↑ Charmaine O' Brien, 2013,"The Penguin Food Guide to India" , Penguin Books Penguin Books.
- ↑ Monier-Williams, Monier (1995). A Sanskrit-English Dictionary. Delhi: Motilal Banarsidass. p. 339. ISBN 81-208-0065-6. Retrieved 29 June 2010.
- ↑ Recipes for Dishes დაარქივებული 2016-10-05 საიტზე Wayback Machine. Archived 2011-07-27 at the Wayback Machine Ain-i-Akbari, by Abu'l-Fazl ibn Mubarak. English tr. by Heinrich Blochmann and Colonel Henry Sullivan Jarrett, 1873–1907. The Asiatic Society of Bengal, Calcutta, Volume I, Chapter 24, page 59. "3. K'hichri. Rice, split dal, and ghee 5 s. of each; ⅓ s. salt: this gives seven dishes."
- ↑ Chatterjee, Priyadarshini (10 February 2017). "From Kashmir to Karnataka, khichdi is the one true underestimated food of India". Scroll.in. Retrieved 10 February 2017.