ხიდისთაური წითელი
ხიდისთაური წითელი — ქართული წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.
1953 წელს გამოყვანილია სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია თავკვერი და საფერავი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მეტად თხლადაა ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო მომისაა, მომრგვალო-ოვალური, მუქი-ლურჯი, იისფერი ელფერით. დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელი აქვს, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ვაზი ძლიერი ზრდისაა, საჰექტარო მოსავლიანობა 13.7 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-6.0 გ/ლ-ს.
ხიდისთაური წითელი გამოიყენება წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი ალუბლისფერია, სხეულიანი, ხალისიანი სიმჟავითა და სასიამოვნო გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 564