ხენკარლოს კანელა (დ. 21 აპრილი 1988, მაიამი, ფლორიდა) — ამერიკელ-კუბელი მომღერალი და მსახიობი. მისი მშობლები წარმოშობით არიან კუბიდან. მამა ერიბერტო, დედა ლისეტე, ჰყავს უმცროსი ძმა ჯეისონი, რომელიც ასევე ცნობილი მსახიობია. ცნობილია ტელესერიალებით „ჩემი გული მოითხოვს... ლოლა ვოლკანს“, „ანხელის საიდუმლო“ და სხვა.

ხენკარლოს კანელა
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1988
მაიამი, ფლორიდა
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
აქტიური 2000–დღემდე
მეუღლე(ები) გაბი ესპინო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხენკარლოს კანელა დაიბადა მაიამიში. ჰყავს ძმა, რომელიც მასზე უმცროსია. ხენკარლოსმა მუსიკალური კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, მუსიკა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილას იყო და ამ გზით განაგრძო კარიერის შექმნა. 20 წლის ასაკში მან კონტრაქტი გააფორმა ტელემუნდოსთან და ცნობილია შესრულებული როლებით ტელესერიალებში: „ჩემი გული მოითხოვს... ლოლა ვოლკანს“, „ანხელის საიდუმლო“, „აკრძალული სიყვარული“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2009-2010 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ტელემუნდოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რეინტინგულ სერიალში „ანხელის საიდუმლო“ გადასაღებ მოედანზე მან მისი მომავალი მეუღლე გაიცნო. იმ პერიოდში გაბი ესპინო კრისტობალ ლანდერის ცოლი იყო, მაგრამ 2009 წელს გადაღებებზე კავშირი გააბა მის პარტნიორთან. 2010 წლის დასაწყისში გაბი და ლანდერი გაიყარნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, ამის მიზეზი კანელა იყო, მაგრამ მათ ეს ამბავი სასტიკად უარყვეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ.[1] 2 2010 წლის ნოემბერში ესპინო და ლანდერი შერიგდნენ, მაგრამ 2011 წლის მარტში კვლავ გაიყარნენ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭორები ესპინოს კანელასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.[2][3] 2011 წლის სექტემბერში, ესპინომ და კანელამ სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით მათი ურთიერთობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ პირველ ბავშვს ელოდებიან.[4] გაბი ესპინო და ხენკარლოს კანელა ტელემუნდოს ყველა დროის საუკეთესო წყვილად დასახელდა.

კანელას ჰყავს ძმა, რომელიც მასზე უმცროსია, ხენკარლოსმა მუსიკალური კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, მუსიკა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილას იყო და ამ გზით განაგრძო კარიერის შექმნა. 2002 წლიდან კი მან დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერა როგორც „სოლისტმა“ ხენკარლოსის პირველი დისკი „Buscame“ გამოვიდა 2009 წლის 10 ნოემბერს. მეორე დისკი გამოვიდა 2011 წლის ზაფხულში, რომლის სახელწოდებაცაა „Un Nuevo Dia“ მან მიიღო პრემია 2010 წელს ლათინური ბილბორდების დაჯილდოებაზე „premios billboard“ და 2011 წელს გაიმარჯვა „premio lo nuestro“ მოხვდა როგორც ყველაზე ლამაზ კაცს შორის „los 50 mas bellos“, ისე 25 ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს შორის „los 25 mas guapos“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება