ხელნაწერი „ჰამსე“ (1418)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხელნაწერი „ჰამსე“ — აზერბაიჯანული პოეზიის კლასიკოსის ნიზამი განჯევის ხელნაწერი. ინახება ბაქოში, ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმში.[1] თავდაპირველად ინახებოდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ფონდში.

ხელნაწერი პოემა „ისქანდერ-ნამეს“ მხოლოდ პირველ ნაწილს — შარაფ-ნამეს (დიდების წიგნი) შეიცავს. ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, წვრილი ნასთალიყით, პრიალა აღმოსავლურ კრემისფერ ქაღალდზე. ტექსტი მოქცეულია წითელ- და ლურჯხაზებიან ჩარჩოში, სვეტები გამოყოფილია ერთი წითელი ხაზით.[2]

სათაურები სინგურითაა დაწერილი. ტექსტის საწყისი არე მოვარაყებულია თხევადი ოქროთი, სინგურითა და ლურჯი საღებავით. 84 ფურცელზე არის მინიატურა.[2] ამ ხელნაწერის მინიატურა, რომელიც შირაზის სკოლას ეკუთვნის, ნიზამის პოემების სსრკ-ში არსებულ კრებულებს შორის უძველესი ილუსტრაცია იყო.[1]

ხელნაწერი თარიღდება ჰიჯრით 821 წლით (1418 წ.). აქვს ღია მოყავისფრო ტყავის ყდა, სამი ნატვიფრი რომბისებრი მედალიონით.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Хамсэ // Низами Гянджеви: Краткий справочник / Составитель Дж. В. Каграманов. — Элм, 1979. — 92 c.
  1. 1.0 1.1 Л. Н. Додхудоева. Поэмы Низами в средневековой миниатюрной живописи / Ответственный редактор О. Ф. Акимушкин. — М.: Наука, 1985. — С. 67.
  2. 2.0 2.1 2.2 Каграманов, 1979, стр. 80