ხელევანის თეთრი ციხე
ხელევანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი არტაანის ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკა. მდებარეობს ზ.დ. 1750 მეტრზე. ის განლაგებულია მდინარე მტკვრის ხეობის თავზე, მისი ერთ-ერთი მცირე შენაკადის, მარანდერეს სანახებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
ციხე-სიმაგრე ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მიეკუთვნება არტაანს, თუმცა განლაგებულია ჩრდილის ანუ პალაკაციოს ისტორიულ მხარესთან საკმაოდ ახლოს. ჩრდილოეთით მტკვრის მარცხენა სანაპიროს უერთდება მდინარე ერუშეთისწყალი, სადაც ისტორიული ერუშეთია.