ხაშურის საბავშვო რკინიგზა
ხაშურის საბავშვო რკინიგზა — მდებარეობდა ქალაქ ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში. ხაშურის საბავშვო რკინიგზა იყო დაახლოებით 1,7 კმ სიგრძის წრიული ვიწროლიანდაგიანი საბავშვო რკინიგზა. მუშაობდა 1984 წლის 1 სექტემბრიდან 1989 წლამდე, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოხდა.[1][2]
ისტორია
რედაქტირებახაზისა და სადგურების მშენებლობა
რედაქტირებახაზის მშენებლობა 1982 წელს დაიწყო. მასში ქალაქ ხაშურიდან და მისი შემოგარენიდან არაერთი მოღვაწე მონაწილეობდა. 1982 წლის შემოდგომაზე 1,7 კმ სიგრძის წრიული ხაზი მოეწყო და აშენდა სამი სადგური. რკინიგზის მთავარი შენობა უშუალოდ პარკის შესასვლელთან მდებარეობდა. ხაზის მშენებლობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა.[3]
გახსნა
რედაქტირებასარკინიგზო ხაზი 1984 წლის 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტში (რუს. Юный коммунист) ამ მოვლენასთან დაკავშირებით სტატიაც დაიბეჭდა. გახსნისას სამიდან არც ერთ სადგურს სახელი არ ერქვა. სადგურთა სახელები რკინიგზის ახალგაზრდა თანამშრომლებს სპეციალური კონკურსის ფარგლებში უნდა შეერჩიათ. მსოფლიოს სხვა საბავშვო რკინიგზებისაგან განსხვავებით, პირველი მატარებლის მემანქანე გახსნის დღეს იყო არა ბავშვი, არამედ უფროსი მემანქანე ორმოცწლიანი სამუშაო გამოცდილებით, სამხრეთკავკასიური რკინიგზის ვეტერანი.[4]
პირველი მგზავრობისას გამოყენებული იყო ლოკომოტივი TU2 და Pafawag-ის ვაგონები PV40. სავარაუდოდ ეს იყო დიზელის ლოკომოტივი TU2-048. სსრკ-ის რკინიგზის სამინისტროს არქივის მონაცემებით, ეს ლოკომოტივი 1983 წელს თბილისში უნდა გაგზავნილიყო, თუმცა გარკვეული დროით მაინც ხაშურში დარჩა.[5]
დახურვა
რედაქტირებახაშურის საბავშვო რკინიგზა სულ მცირე 1989 წლამდე მუშაობდა. 1991 წლის სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის პირობებში სარკინიგზო ხაზი განადგურდა და მას შემდეგ აღარ ამუშავებულა.[6]
რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირება- ლოკომოტივი Гр-307
- დიზელის ლოკომოტივი ТУ2 (სავარაუდოდ, ТУ2-048)
- არანაკლებ სამი ვაგონი ПВ40