ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლა

ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. მდებარეობს თამარ მეფის ქ. №10ა–ში, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაა 356, მასწავლებელთა რაოდენობა - 37. საკლასო ოთახების რაოდენობაა – 31. სასკოლო შენობის განკარგულებაშია 2 შენობა. სკოლის ამჟამინდელი დირექტორია მანანა ლაცაბიძე.

სსიპ - ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლა
დირექტორი: მანანა ლაცაბიძე
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 356[1]
მისამართი: ქ. ხაშური, თამარ მეფის ქ. №10ა
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: khashuriskola7@gmail.com

საქართველოში ეროვნულ–სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1918 წლის სექტემბერში სადგურ მიხაილოვოს რკინიგზის ორკლასიანი სწავლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ხაშურის რკინიგზის №1 დაწყებითი სკოლა, ანუ დღევანდელი ხაშურის №7 საჯარო სკოლა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ მოხდა რეორგანიზაცია და 1922 წელს სკოლას ხაშურის რკინიგზის №1 შრომის სკოლა ეწოდა. 1937 წლიდან სკოლას ა/კ რკინიგზის ხაშურის №10 საშუალო სკოლა ეწოდა. შემდეგ მოხდა ქალთა და ვაჟთა განცალკევება და 1943 წლის სექტემბრიდან სკოლას ა/კ რკინიგზის ხაშურის # 10 ქალთა სრული საშუალო სკოლა დაერქვა. 1948 წლის სექტემბრიდან მას კვლავ შეეცვალა სახელწოდება და ა/კ რკინიგზის №13 ქალთა საშუალო სკოლა ეწოდა. 1955 წელს მოხდა ქალთა და ვაჟთა კონტინგენტის გაერთიანება. 1963 წლის სექტემბერში კვლავ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა ა/კ რკინიგზის ხაშურის №4 საშუალო სკოლა. 1972 წლის სექტემბერში სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი ა/კ რკინიგზის ხაშურის №25 საშუალო სკოლა (დღევანდელი ხაშურის №9 საჯარო სკოლა). 2002 წლის იანვრიდან სკოლას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა ხაშურის №7 საჯარო სკოლა.[2]

  1. ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-30. ციტირების თარიღი: 2015-09-06.
  2. ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2015-09-06.