ხატია ჭყონია

ხატია ჭყონია (დ.1989) — ქართველი ფეხბურთელი, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ და საქართველოს ქალთა ნაკრების თავდამსხმელი.

ხატია ჭყონია
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
16 ოქტომბერი, 1989 (1989-10-16) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი, საქართველო
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი
ნომერი 20

კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის მიმართ სიყვარულს ხატია ადრეული ბავშვობიდან ავლენდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გოგონათა გუნდები არ არსებობდა, იგი ბურთის კენწვლით იყო გატაცებული. თამაში ქობულეთში მან ჩამოყალიბებულ ქალთა გუნდში დაიწყო. რამდენადაც საქართველოში ქალთა ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ იმართებოდა, 2009 წელს ის ჩაირიცხა თურქულ კლუბ ტრაბზონსპორში.[1] ტრანსფერი განხორციელდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდზე კლუბის გამოსვლის წინ. სლოვენური გუნდის „კრკას“ წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში ხატიამ გოლით გამოიჩინა თავი. მომდევნო სეზონში იგი გადავიდა ტრაპიზონში არსებულ მეორე გუნდში „ტრაბზონ იდმანოჩაღში“, სადაც ორი წელი დაჰყო. ყველაზე დიდი ხნით ხატია ჭყონია თამაშობდა ყარადენიზში - სამ სეზონში ჩატარებულ 55 თამაშში მან 31 გოლი გაიტანა.

2018 წელს მან კონტრაქტი გააფორმა ქალთა თურქული ლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან იზმირის „ქონაქ ბელედიესპორთან“, რომელმაც 2012-2017 წლებში ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.[2] 2019 წლის ივლისში იგი სამშობლოში დაბრუნდა და საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთს" შეუერთდა.

საერთო ჯამში თურქეთში ჩატარებულ 168 თამაშში მან 87 გოლი გაიტანა.

2019 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე ხატია ჭყონიამ ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოიგო.[3]

კოვიდპანდემიით გამოწვეული ხელისშემშლელი გარემოებების მიუხედავად, მისი კარიერა 2020 წელსაც წარმატებული აღმოჩნდა. ოქტომბერში ხატიამ ქართული ფეხბურთის რეკორდი დაამყარა ჩემპიონატის ერთ თამაშში გატანილი 15 გოლით.[4]

2020 წლის შემოდგომაზე „ლანჩხუთმა“ დიდი სენსაცია მოახდინა, როცა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტანტის რანგში გამოსვლისას ორი ეტაპი გადალახა და 32 გუნდს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კლუბის მიერ ჩატარებულ ოთხ მატჩში ხატია ჭყონიამ სამჯერ აიღო მეტოქეთა კარი, რუმინული "ოლიმპიას" კარში მის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი კი წლის საუკეთესოდ გოლად აღიარა ფეხბურთის ფედერაციამ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა აღნიშნული პრიზი გოგონათა გუნდის წევრს მიენიჭა.

ჭყონიამ ასევე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ნომინაციაში.[5]

პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი ხატიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში ითამაშა 2011 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ. მან 27-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ნაკრების თამაშებში, რომლებშიც 7 გოლი გაიტანა.[6]

ჯილდოები რედაქტირება

  • წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი - 2019 და 2020 წწ.
  • წლის საუკეთესო გოლის ავტორი - 2020 წელი

ოჯახი რედაქტირება

ხატიას ჰყავს ხუთი და, მათ შორის ტყუპისცალი, და ერთი ძმა.[7]

სქოლიო რედაქტირება