ხასტაგძუარის ეკლესია
ხასტაგძუარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. ეკლესიიდან შემორჩენილია აბსიდის მცირე ნაწილი. დანარჩენი კედლები არ შეინიშნება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ირგვლივ ყრია ჩამონაშალი ქვა, მათ შორის, მცირე რაოდენობით არის თლილი ქვაც. ნაგებობის გეგმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004