ხარდისარის ნაეკლესიარი (ვერხვნარი)

ხარდისარის ნაეკლესიარი (ვერხვნარი) — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარდისარში, ადგილ ვერხვნარში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგები ყოფილა შირიმითა და ფლეთილი ქვით. ნაეკლესიარი დაფარულია ხშირი მცენარეებით. აზომვა არ ხერხდება; მიახლოებითი ზომებია - სიგრძე 9 მ, სიგანე 6 მ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაგებობა დარბაზული ტიპისა იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004