ხანლარ ახმედოვი
ხანლარ აჰმედ ოღლუ ახმედოვი (აზერ. Xanlar Əhməd oğlu Əhmədov; დ. 1946, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2006), აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ხანლარ ახმედოვი | |
---|---|
დაიბადა | 12 ივნისი, 1946 (78 წლის) |
დაბადების ადგილი | ბაქო |
ჟანრი | ქანდაკება |
ბიოგრაფია
რედაქტირებახანლარ ახმედ ოღლი ახმედოვი დაიბადა 1946 წლის 12 ივნისს ბაქოში. დაამთავრა აზერბაიჯანის ა.აზიმზადეს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სკოლა და ტაშკენტის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტი.[1]
1975 წელს გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. ის ასევე არის აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი. ახმედოვის მონუმენტურ ნამუშევრებს შორისაა ხოჯალის ხოცვა-ჟლეტისადმი მიძღვნილი სერია.
1984 წელს შუშაში დამონტაჟდა აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეოვისა და საოპერო მომღერლის ბულბულის ბრინჯაოს ბიუსტები, რომლებიც ახმედოვმა ნამიგ დადაშოვთან ერთად შეასრულა.
2021 წლის სექტემბერში ბაქოს მილიონერისა და ქველმოქმედის ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ძეგლი ხანლარ ახმედოვის მიერ დაიდგა ბაქოს საბაილის რაიონში, მეტროსადგურ იჩერიშჰერის წინ.[2] ძეგლის გახსნა შედგა 2022 წლის 18 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანდასწრებით.[3]
ახმედოვის ნამუშევრები გამოიფინა საფრანგეთში, გერმანიაში, ირანში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. ზოგიერთი ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
ხანლარ აჰმადოვი არის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2019 წელს მას მიენიჭა აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის ჯილდო საუკეთესო ქანდაკებისთვის.[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Xanlar Əhmədov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2018-07-06
- ↑ В центре Баку установлен памятник меценату и просветителю Гаджи Зейналабдину Тагиеву. ციტირების თარიღი: 2022-01-19
- ↑ Президент Азербайджана открыл памятник Гаджи Зейналабдину Тагиеву. ციტირების თარიღი: 2022-01-19
- ↑ Награждены лучшие художники и искусствоведы прошлого года