ხალიბოვის სახლი
ხალიბოვის სახლი (რუს. Дом Халибова) — ძველი სართულნახევიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1857 წელს. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ხალიბოვის სახლი რუს. Дом Халибова | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′47″N 38°56′14″E / 47.212928° ჩ. გ. 38.937206° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1857 |
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 58.
ისტორია
რედაქტირებასართულნახევრიანი სახლი ქალაქ ტაგანროგში, რომელიც მდებარეობს ბერძნების ქუჩა № 58-ში, აგებულია 1857 წელს, კოლეჯის მდივნის არტემ ხალიბოვის დაფინანსებით.
ა. ხალიბოვი წარმოშობით დონის ნახიჩევანიდან იყო, სადაც ჰქონდა ასევე სახლი, იგი მდიდარი ადამიანი იყო, ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას, იყო მზრუნველობის საბჭოს წევრი. 1865 წელს აირჩიეს ნიკოლაევსკის საბავშვო სახლის მეურვედ.
1870-იან წლებში ხაიბოვის გარდაცვალების შემდეგ სახლის მფლობელი გახდა მისი ქალიშვილი ნურიკი. მალევე იგი ცოლად გაყვა ვაჭარს, ტაგანროგის მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქეს ალექსანდრე ხოჯაევს. XX საუკუნის დასაწყისამდე ოჯახი ფლობდა სახლს.
1925 წლამდე სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო ცნობილი კომიკოსი ალექსანდრე კუზმენკო-პოლონსკი და მისი ვოლი მარია ივანოვა. 1925 წელს მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ამ სახლში მუშაობდა საბავშვო საავადმყოფო, ყველა კაბინეტი პალატებად გადააკეთეს. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია ტაგანროგის ქონების მართვის კომიტეტი.
არქიტექტურა
რედაქტირებაბერძნების ქუჩა № 58-ში მდებარე სახლი XIX საუკუნის შუა წლებში ტაგანროგში აშენებული სახლების ტიპური ნიმუშია. ამ პერიოდში ქალაქში ძირითადად შენდებოდა სართულნახევრიანი ან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები ფასადზე ხუთი ან შვიდი ფანჯრით.
დღემდე შემონახული პროექტის მიხედვით შენობა გაფორმებულია აქცენტების გარეშე. ხალიბოვის სახლის თავდაპირველი არქიტექტურა დღემდე მთლიანადაა შემორჩენილი. შენობა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог ул. Греческая, 58 დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.
- Откровения: моя история болезни