ხაილა აბდულა (აზერ. Xəyalə Abdulla დ. 13 ივლისი, 1993) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, ქალთა შორის საერთაშორისო გროსმაისტერი (2015).

ხაიალა აბდულა
ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი[1]
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1993(1993-07-13) (30 წლის)
წოდება ქალი დიდოსტატი და საერთაშორისო ქალი გროისმეისტერი

კარიერა რედაქტირება

2010 წელს, ქალაქ ბათუმში ჩატარებულ 18 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.[2] მომდევნო, 2011 წელს, აზერბაიჯანის 18 წლამდე ასაკის გოგონების ჩემპიონატზე ოქროს მედალი,[3] ხოლო 20 წლამდე გოგონებისთვის ჩატარებულ ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.[4]

2012 წლის აზერბაიჯანის 20 წლამდე ქალთა ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5] 2013 და 2014 წლებში ქალთა შორის ჭადრაკში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.[6][7][8]

მონაწილეობდა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2014 წლის მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადაზე ნორვეგიაში[9] და 2013 წელს პოლონეთში, აგრეთვე 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიაში.[10] 2016 წელს ბაქოში გამათულ ჭადრაკის 42-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის მეორე გუნდის შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა.[11]

2010 წელს ხაილა აბდულას ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება, ხოლო 2015 წელს ქალთა შორის საერთაშორისო გროისმესტერის წოდება მიენიჭა.

რეიტინგი რედაქტირება

ფიდეს 2017 წლის მარტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხაილა აბდულა 2241 ქულით აზერბაიჯანელ ქალ მოჭადრაკეთა შორის მეცხრე ადგილზეა,[12] ხოლო „Top 100 Women February 2017“-ზე 320-ე ადგილზე იყო.

სქოლიო რედაქტირება

  1. FIDE Ratings and Statistics
  2. AZƏRBAYCAN ŞAHMATÇILARI AVROPA ÇEMPİONATINDA 3 QIZIL VƏ 1 BÜRÜNC MEDAL QAZANMIŞLAR. Azertag.az.
  3. G18 18 yasadak qizlar arasinda Azarbaycan birinciliyi. Chess-results.com.
  4. AZE Ch U20 Girls 2011. Chess-results.com.
  5. 20 yasadak qizlar arasinda Azarbaycan birinciliyi. Chess-results.com.
  6. Qadinlar arasinda Azarbaycan cempionati. chess-results.com (14 mart 2013). ციტირების თარიღი: 9 sentyabr 2014.
  7. Qadınlar arasında Azərbaycan Çempionatı. ulvichess.az (14 mart 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 9 sentyabr 2014.
  8. WIM Khayala Abdulla is Azerbaijan Women's Chess Champion 2014. Chess News Blog. ციტირების თარიღი: 18 January 2015.
  9. Abdulla, Khayala WOMEN'S CHESS OLYMPIADS. Olimpbase.org.
  10. Abdulla, Khayala EUROPEAN WOMEN'S TEAM CHESS CHAMPIONSHIP. Olimpbase.org.
  11. İlham Əliyev 42-ci Ümumdünya Şahmat Olimpiadasının təntənəli açılış mərasimdə iştirak edib. President.az.
  12. Federations Ranking Women Azerbaijan. Fide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Mart 2017.