ხადის ციხე
ხადის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ვახუშტის მიხედვით:
„ჩრდილოეთ ყანჩიეთისა, ზებეყურის მთის ძირს, არს ხადის ციხე, მაგარი. ზებეყურის მთა არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი.“
|
სოფლიდან დასავლეთით 1 კმ-ზე მდებარე ციხე სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კოშკია, რომელიც შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. კოშკის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლებში თაღოვანი ნიშებია — სათოფურებითურთ, რომელთაგან ერთი ჩრდილოეთითაა, ხოლო სამი დასავლეთით. კოშკის აღმოსავლეთით ორი სათავსია, რომლებიც გვერდიგვერდაა განლაგებული. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ქვით. სათავსები ერთმანეთს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელით, რომელიც ამჟამად ჩამონგრეულია.
აღმოსავლეთ სათავსში, ჩრდილოეთით გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. აღმოსავლეთით სამი ნიშია, თითო-თითო სათოფურით. მთლიანობაში ციხე დანაწევრებულია პატარ-პატარა სათავსებით, რომელთა გეგმები ძნელად იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 192-193