ხადილაანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „ხადიანეთი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკის კედლები შემორჩენილია ფრაგმენტულად. აღმოსავლეთით ჩანს ზურგის მომრგვალება. დასავლეთით ნაოთხალი შესასვლელია.

გრძივი კედლების მხოლოდ საძირკველია. კოშკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 48