ხაგანი ისმაილი (აზერ. Xaqani Neyman oğlu İsmay; დ. 25 ოქტომბერი, 1962) — აზერბაიჯანისა და უკრაინის საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.

ხაგანი ისმაილი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1962(1962-10-25) (62 წლის)
საქმიანობა ჟურნალისტი

არის უკრაინის ყარაფაფახ თურქთა საბძოს გენერალური მდივანი.[1] 2003 წლიდან „31 მარტის“ აზერბაიჯანელთა გენოციდის გამცნობთა საბჭოს ხელმძღვანელი, 2009 წლიდან პაკისტან-აზერბაიჯანის ურთიერთობათა საზოგაოების ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხაგანი ისმაილი დაიბადა 1962 წლის 25 ოქტომბერს სომხეთის სსრ-ის ვარონტსოვკანინ გარაგალას სოფელში, განათლებულთა ოჯახში. ბავშვობა გარაგალას სოფელში გაატარა. მამამისი ნეიმან ისმაილოვი სომხეთის სსრ-ში ცნობილი პედაგოგი იყო და დიდი დროის განმავლობაში გარგალას სოფლის რვაწლიანი სკოლის დირექტორად მუშაობდა. დედამისი ოსმანოვა გულარა ექიმი იყო.

განათლება

რედაქტირება
  • 1969-1976 წლებში სწავლობდა სომხეთის სსრ-ის კალინინოს რაიონის სოფელ გარაგალას რვაწლიან სკოლაში.
  • 1977 წელს დაასრულა საქართველოს სსრ-ის, დმანისის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა.
  • 1979 წელს დაასრულა ბაქოს პირველი საჯარო სარესპუბლიკო ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.
  • 1984 წელს კიროვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.