ხაბარდა
ხაბარდა — მიხეილ ჭიაურელის 1931 წლის ფილმი. ხაბარდა აზერბაიჯანულად ნიშნავს „განზე გადექი“ ან „გზიდან ჩამომეცალეს“. ფილმის ეს სათაური მიმართულია ცხოვრების ძველებური ყაიდის მოყვარულთაკენ.
„ხაბარდა“ | |
---|---|
ჟანრი | სატირა, კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ ჭიაურელი |
სცენარის ავტორი | სერგეი ტრეტიაკოვი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1931 |
ქვეყანა |
სსრკ |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში ანგრევენ ეკლესიას, მის ნაცვლად კი მუშათა კეთილმოწყობილი სახლები უნდა ააშენონ.
შეფასება
რედაქტირებაფილმი პრესამ დაიწუნა და ძირითადად, ნეგატიური რეცენზიები იბეჭდებოდა. თავად რეჟისორი წარსულთან ბრძოლას ასახელებდა მოტივაციად:
„თემა ასახავს ქართული საზოგადოების იმ ნაშიერებს, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ყოველივე რუსულს, შემდეგ კი ეს ბრძოლა მექანიკურად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გადაიტანეს. მინდოდა შემექმნა პამფლეტი, დამეცინა მათთვის და სიცილით გამენადგურებინა“
| |
(მიხეილ ჭიაურელი[1])
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ირინე რატიანი, „ქართული მუნჯი კინო“ გვ. 116 — „ხელოვნება“, 1976