ჭუმუტა, ჯუმუტა, ჯუმუტაიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ივანე ჯავახიშვილი ლინგვისტური კვლევის ანალიზზე დაყრდნობით გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სიტყვა „ჭუმუტა“ გურულ დიალექტზე მტევნის სიმკვრივის აღმნიშვნელია. მისი ნარგავები მაღლარების სახით ფართოდ იყო გავრცელებული ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლებში. ამჟამად მხოლოდ მცირეოდენი ნარგავებია შემორჩენილი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი მონაცრისფრო შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი^ ან მეტად კუმსი. მარცვალი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, შავ ფერში გარდამავალი. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. კანი მკვრივი აქვს და ძნელად შორდება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, წვენი შეუფერავი, ძალიან სასიამოვნო, ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

ჭუმუტა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 203 დღეა. გურიის სოფლებში ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 100-190 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.1 გ/ლ-ს.

ჭუმუტა მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან დაყენებული სუფრის მშრალი ღვინო ხასიათდება ლამაზი ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობით და კარგი გემოთი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 502-503
  • შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 178-179, ISBN 99940-62-66-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება