ჭრაჭუნა ფანჩატური
ჭრაჭუნა ფანჩატური (რუს. Скрипучая беседка) — ეგზოტიკური პავილიონი სანქტ-პეტერბურგში, ცარსკოე-სელოს საზღვარზე, ეკატერინეს პარკის პეიზაჟურ ნაწილსა და პოდკაპრიზოვოის გზას შორის, რომლის შემდეგ მდებარეობს პატარა ჩინური სოფელი.
ჭრაჭუნა ფანჩატური Скрипучая беседка | |
---|---|
კოორდინატები | 59°42′49″N 30°23′13″E / 59.713611° ჩ. გ. 30.386944° ა. გ. |
მდებარეობა | პუშკინი, რუსეთი |
არქიტექტორი | ილია ნეელოვი |
სტილი | შინუაზრი |
თარიღდება | 1778-1786 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაპავილიონი აშენებულია არქიტექტორ გეორგ-ფონ ვოლდენთის მიერ. მშენებლობა გაგრძელდა 1778 წლიდან 1786 წლამდე. სახლის კედლები გაფორმებულია დრაკონებითა და სხვა სტილიზებული ჩინური მოტივებით. პავილიონის სახელი გულისხმობს ლითონის ბანერის ზედა ნაწილში წარმოქმნილ დამახასიათებელ ხმის ჩამოსვლას, რომელიც გამოწვეული ქარისაგან.
პავილიონის პროექტი გამოირჩევა ტექნიკის მრავალფეროვნებითა და სირთულით: მრგვალი ფანჯარა და ღია კარი, აგრეთვე ლამაზი დეკორები. სახურავი ჩინურ სტილშია შესრულებული და შემკულია მოოქროვილი დრაკონებით, რომელიც მოქანდაკე პ. ი. ბრილოს მიერაა შესრულებული.
პავილიონის ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებითი სამუშაოები დასრულდა 1788 წელს. დარბაზის ჭერის სტილიზებული გაფორმება უმაღლეს დონეზეა შესრულებული, კერძოდ აქ ვხვდებით დრაკონებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, შენობა დაზიანდა და სარესტავრაციო 1956 წელს შესრულდა.
შენობის ახალი რესტავრაციის პროექტი უნდა დაწყებულიყო 1992 წელს, თუმცა, რესტავრაცია 1997 წელს დაიწყო, ამის მიზეზი იყო სახელმწიფოსა და მუზეუმის ბიუჯეტის ფინანსური პრობლემები. სარესტავრაციო სამუშაოების დროს შეიცვალა სახურავი, შენობის გალავანი რკინისგან დამზადებული ახალი ნაჭრებით შეკეთდა. ასევე მოხდა შიდა ინტერიერის რესტავრაციაც. ცარსკოე-სელოს 300 წლის იუბილესთან ერთად, აღნიშნული შენობა სრულად აღდგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Яковкин И. Описание Села Царского. — 1825.
- Вильчковский С.Н. Царское Село. — 1911.
- Архитекторы Царского Села. От Растрелли до Данини / И. Ботт. — СПб.: Аврора, 2010. — 303 с.
- Царское Село. Путеводитель по дворцам и паркам. — СПб: Аврора, 2007. — С. 256.