მთავარი მენიუს გახსნა

ჭოჭიანის საყდარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოჭიანში. ზღვის დონიდან 151 მეტრის სიმაღლეზე. ძეგლი მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეების პერიოდს.

ისტორიარედაქტირება

ჭოჭიანის ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას წმ. გიორგის ეკლესია. აქვს სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები. ეკლესიის სახურავი ჩამოქცეულია. ინტერიერში ხეები იზრდება. ჩრდილოეთ ნავში შესავლელთან წითელი საღებავით შესრულებული ნახატებია შემორჩენილი. ძეგლი მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. მეორე ეკლესია ჭოჭიანში (ცნობილია როგორც თამარის სამწირველო, შუა საუკუნეები), რომლის სამხრეთ კარის თავზე ამოკვეთილია ჯვარი. აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ფერად ქვაზე ასომთავრული წარწერაა: "თამარ ღმრთისა სწორი სამლოცველოი. ქრისტე შეუნდვენ შიოსა და ძამნი მისნი პეტრე და სვიმონი, რომელთა აღაშენეს ეკლესია ესე. პეტრეს შეუნდვენ ღმერთმან". ჭოჭიანის ეს საამშენებლო წარწერა დათარიღებულია 1184-1210 წლებით. ექვთიმე თაყაიშვილის წაკითხვით ტექსტი მთავრდება შიოს ერთ-ერთი ძმის, პეტრეს მოსახსენებელი წარწერით. თუმცა შესაძლებელია "პს" გაიხსნას, როგორც პატრონს და ტექსტის დასასრულს ვივარაუდოთ "პატრონის", ანუ თამარ მეფის მოსახსენებლი წარწერა. წარწერა მეტად დაზიანებულია ხავსისაგან და რამდენიმე გრაფემა, განსაკუთრებით შუა ნაწილი წარწერისა არ იკითხება.

ჭოჭიანის საყდარი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურარედაქტირება

  • ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი (V-XVIII სს.); დმანისის რაიონი, თბ.,2017

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება