ჭორჭოხის წმინდა გიორგის ეკლესია
ჭორჭოხის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხის დასავლეთით ქედზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაწილობრივ დანგრეულია. თავიდან კარგად გათლილი შირიმის კვადრებით იყო ნაგები. მოგვიანებით გაურემონტებიათ ფლეთილი ქვით. გადარჩა ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები, დანარჩენი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. დანგრეულია აბსიდის დიდი ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 259. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.