ჭოისის ეკლესია
ჭოისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარზმანში, ნასოფლარ ჭოისის მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაგებობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი ორი მეტრის სიმაღლეზე. ნაშენი ყოფილა ფლეთილი ქვით. შეინიშნება დუღაბის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004