ჭიორის კვირაცხოვლის ეკლესია

ჭიორის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორაში, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. იგი რეკონსტრუირებულია XX საუკუნის 70-იან წლებში. ამჟამად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ზომები დაპატარავებულია. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის რეკონსტრუქციისას გამოყენებულია ავთენტური თლილი და გამოტეხილი ყორე ქვები. კედლებს შემოუყვება ბეტონის სარტყელი. ორფერდა სახურავი თუნუქისაა. შიგნიდან ეკლესია გალესილია ჯერ ცემენტით, შემდეგ კი, კირითაა შეფეთქილი. ჭერი ხისაა, ხოლო იატაკზე ბეტონია დასხმული. დასავლეთის კედელში დატანებული აქვს ახალი რკინის კარები, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი სარკმელია, ნაწილობრივ ძველი, თლილი ქვებით გამოყვანილი. ხოლო, საკურთხევლის კედელში ერთი დიდი სარკმელია მომრგვალებული თაღით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6388