ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბიჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2016 წლის 5 თებერვალს №4 დადგენილებით.[1]

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
დევიზი ჭიათურა

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად:

  • I ნაწილი — ზურმუხტის ველის თავში ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც აღმართულია ოქროს საყდარი.
  • II ნაწილი — სევადის ველზე ოქროს სამი რონოდა („ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი.

გერბის ქვედა ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ჭიათურა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება