ჭელიათის მესამე კოშკი
ჭელიათის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. მეორე სართულზე აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი. კოშკი შემორჩენილია შვიდ სართულამდე. მეექვსე სართულზე ორი სარკმელია.კოშკს ერთი მხრიდან მიჯრილი აქვს იგივე ქვით ნაგები გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004