ჭაჭამურის ღვთისმშობლის ეკლესია
ჭაჭამურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭამურში. აგებულია გარდამავალი შუა საუკუნეებში.
ჭაჭამურის ღვთისმშობელი წარმოადგენს მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას. ძეგლი რიყის ქვითაა ნაგები. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. გადარჩენილია დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი. საკურთხევლის აბსიდი დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე შემორჩა, თუმცა მასში აშკარად იკითხება გეგმის ნალისებრი ფორმა. აღსანიშნავია აგრეთვე დასავლეთ კედლის დღემდე შემორჩენილი შებათქაშება. ძეგლის გარშემო შემორჩენილია XIX-XX სს. ქართველი მოსახლეობის საფლავის ქვები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 257–258. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.