ჭანდარის კვირაცხოვლის ეკლესია
ჭანდარის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, მდინარე ალეურას ხეობა. აგებულია შუა საუკუნეებში. დარბაზული ეკლესია დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. მიწის დონე იმდენად არის აწეული, რომ სარკმლები და შესასვლელი არ ჩანს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 256. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.