წურწყაბის საეპისკოპოსო

წურწყაბის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.

საეპისკოპოსოს საზღვრები

რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წურწყაბელის სამწყსო ბოცოთ ხევი იყო ხერთვისამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წურწყაბელი მეექვსე ადგილზეა დასახელებული.

 
„Ⴅ. წურწყაბელის სამწყსო ხურსიძის სახლი, სულა ბოცოთ-ჴევი ხერთვისის ქვეითი მისია.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

ვახუშტი ბატონიშვილიც ეხება წურწყაბის საეპისკოპოსოს და წერს, რომ ეპარქიას ჩრდილოეთიდან საზღვრავდა, არსიანიდან მტკვრამდე ბოცოსწყალი-ახალციხისწყალის ხეობა:

 
„ხოლო წურწყუმას არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილ-მშვენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი ბოცოსწყლისა და ახალციხისწყლის სამჴრეთისა, ვიდრე მტკვრადმდე და ერუშეთისა და არსიანის მთამდე[2].“
  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53
  2. ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“ (მ. ჯანაშვილის რედაქტორობით), თბ., 1904, გვ. 210