წრუს მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ქვით. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი.კედლები დაბზარულია, კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004