წრუს გუმბათიანი ეკლესია
წრუს გუმბათიანი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძეგლი წარმოადგენს ჯავის რაიონისთვის დამახასიათებელ ტიპურ გუმბათიან ეკლესიას. ნაგებია ძირითადად ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი და შირიმი. აბსიდი შვერილწახნაგოვანია. გუმბათის ყელის სხვა წახნაგებში ოთხი სარკმელია. კარები გაჭრილია სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. დასავლეთით შემორჩა კარიბჭე, რომელიც კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004