წრის მთავარანგელოზთა ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

წრის მთავარანგელოზთა ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წრეში.

ქვემო ენთელის წმინდა ნინოს ეკლესია
წრის მთავარანგელოზთა ეკლესია — საქართველო
წრის მთავარანგელოზთა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°40′48″ ჩ. გ. 42°42′40″ ა. გ. / 41.68000° ჩ. გ. 42.71111° ა. გ. / 41.68000; 42.71111
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

დარბაზული ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით და ტუფის სწორკუთხა, გათლილი კვადრებით (ასევე ტუფის, შედარებით მცირე ზომის სწორკუთხა ქვა გამოყენნებულია კარისა და სარკმლების ამოსაყვანად. ზოგ ადგილებში მაგალითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადებზე ტუფის წყობით მთელი ჰორიზონტალური რიგებია გამოყვანილი). კედლის სიბრტყე შევსებულია ნატეხი ქვით. კარნიზები მხოლოდ გრძივ ფასადებზეა და აგურის ორსაფეხურიანი შვერილია გაკეთებული.

დარბაზულ ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელია დასავლეთიდან, კარი გარედან თაღოვანია (ერთი ასეთი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაც იყო და შემდეგ ამოაშენეს, კარის ადგილზე შიდა მხრიდან ასეთივე ფორმის ნიშია გაკეთებული). შესასვლელი კარის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია სახატე ნიში.

საკმაოდ ნათელი დარბაზი საკურთხევლის სარკმლის გარდა გრძივ კედლებში გაჭრილი ორ-ორი თაღოვანი სარკმლით ნათდება. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია წყობით ამოყვანილი და გალესილი კანკელით (აღსავლის კარის გვერდებზე მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებისთვის თაღოვანი ბრტყელი ნიშებია). საკურთხეველი იატაკიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. ტაძრის ინტერიერი შელესილი და გათეთრებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარსაგიშვილი გ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, წრის მთავარანგელოზთა ეკლესია, თბ., 2013, გვ. 541