წრიპა ბიჭის დღიურის პერსონაჟების სია
ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
გრეგ ჰეფლი
რედაქტირებაგრეგორი „გრეგ“ ჰეფლი — წიგნის მთავარი პერსონაჟი, პირველ წიგნში იგი არის 12 წლის.
როული ჯეფერსონი
რედაქტირებაროული ჯეფერსონი — გრეგ ჰეფლის საუკეთესო მეგობარი, გრეგის აზრით იგი ზედმეტად ბავშვურია
ფრენკ ჰეფლი
რედაქტირებაფრენკ ჰეფლი — გრეგ ჰეფლის მამა, არის სერიოზული პიროვნება. ფრენკი დაინტერესებულია აშშ-ს ისტორიით და აწყობს აშშ-ს სამოქალაქო ომის იმიტაციას, იგი თვლის, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. იგი ცდილობს მოარიდოს გრეგი ვიდეოთამაშებს და აძალებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვას.
სუზან ჰეფლი
რედაქტირებასუზან ჰეფლი — გრეგ ჰეფლის დედა. იგი გრეგსა და მის ორ ძმას მუდამ უგებს, არის მოსიყვარულე დედა. წიგნის პირველ ონლაინ ვერსიაში იგი ნახსენებია როგორც „ანა ჰეფლი“. მის როლს ფილმებში ასრულებდა რეიჩელ ჰარისი, ხოლო მოგვიანებით — ალისია სილვერსტოუნი.
მენი ჰეფლი
რედაქტირებამენი ჰეფლი — გრეგ ჰეფლისა და როდრიკ ჰეფლის უმცროსი ძმა. არის ხუთი წლის. გრეგი მას ასე აღწერს:
„მისი ცხვირი, ის უფრო გრძელია ვიდრე მისი ტანი“
|
მენი არის ბებიის საყვარელი შვილიშვილი რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბებიას სახლში მენის უამრავი სურათი აქვს. გრეგი მენის „ჩამშვებს“ უწოდებს. აქვს უცნაური თვისება, მიუხედავად მისი ასაკისა, უყვარს „მატყუარა საწოვარა“.
როდრიკ ჰეფლი
რედაქტირებაროდრიკ ჰეფლი — როდრიკი არის გრეგისა და მენის უფროსი ძმა, იგი არის როკერი, ბენდის „საქმის კურში“ წევრი. როდრიკი არის ბენდის დრამერი და დიად კარიერაზე ოცნებობს. უყვარს გრეგისათვის ოინების მოწყობა. ხშირად ეხვევა არეულობაში და არ ასრულებს თავის სიტყვას.
სხვა ურთიერთობები და ოჯახის წევრები
რედაქტირებაბებია
რედაქტირებაბებია — სუზან ჰეფლის დედა, შესაბამისად გრეგ ჰეფლის ბებია. ბებიამ ჰეფლების მსგავსად იცის მანქანის ტარება, მისი საყვარელი შვილიშვილია მენი.
ბაბუა ჰეფლი
რედაქტირებაბაბუა ჰეფლი — გრეგის ბაბუა, ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში და გამოირჩევა უცნაური თვისებით, უყვარს თავშესაფრის კამერის ჩანაწერების ყურება.
ჯო ჰეფლი
რედაქტირებაჯო ჰეფლი — ფრენკის ძმა, შესაბამისად გრეგის ბიძა. ფრენკს მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა მას შემდეგ რაც მან მენი შეაშინა, როდესაც იგი ქოთნიდან უნიტაზზე დაჯდომას სწავლობდა ჯომ უთხრა მას რომ უნიტაზში მონსტრია, ამის შემდეგ მენი მასზე არათუ ჯდებოდა არც კი უახლოვდებოდა. ჯოს შვილები საკუთარ ბიძას „დეიდას“ ეძახიან, ფრენკი კი თვლის, რომ ეს ბავშვებს ჯომ ასწავლა.
ჯო ჰეფლის მეუღლე
რედაქტირებაჯო ჰეფლის მეუღლე არის გრეგის ბიცოლა. მისი თმა არის მუქი. იგი წიგნში იშვიათადაა მოხსენიებული.
ჯო ჰეფლის შვილები
რედაქტირებაჯო ჰეფლის ჰყავს სამი შვილი, რომელნიც გრეგის, მენისა და როდრიკის ბიძაშვილები არიან. ისინი ფრენკ ჰეფლის „დეიდა ფრენკს“ ეძახიან.