ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი)

(გადამისამართდა გვერდიდან წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი))

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი) — წმინდა იოანეს პირველი ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

იოანე ღვთისმეტყველი

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

ეპისტოლეს შინაარსი

რედაქტირება

პირველი ეპისტოლე შედგება ხუთი თავისაგან. ეპისტოლეში იოანე გვიხსნის ქრისტიანობის არსს, რომლის საფუძველია მამის, ძისა და სულიწმიდის ერთობა. ეპისტოლე მორწმუნეებს მიმართავს მამობრივი დარიგებებით, თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ ეკლესიაში შემოპარული ანტიქრისტიანული სულის მატარებელნი და ჩვენ თვითონ როგორ დავიცვათ თავი ცოდვებისაგან, როგორები უნდა ვიყოთ ღვთის სიყვარულში და როგორ გვიყვარდეს მოყვასნი და ძმანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება