ნესტორი და ტრივიმი

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა მოწამენი ნესტორი და ტრივიმი)

წმინდა მოწამენი ნესტორი და ტრივიმი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, მათი ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით - 14 მარტი. წმინდანები მცირე აზიის პამფილიიდან იყვნენ. უსჯულო იმპერატორ დეციუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) ისინი უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.

ლიტერატურა რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 223-224