წმინდა დონატუსის ეკლესია
წმინდა დონატუსის ეკლესია (ხორ. Crkva sv. Donata u Zadru) — კათოლიკური ეკლესია ხორვატიის ქალაქ ზადარში. მისი სახელი დონატუს ზადარელს უკავშირდება, რომელმაც ამ ეკლესიის მშენებლობა ძველი რომაული ფორუმის საძირკველზე IX საუკუნეში დაიწყო[2]. მისი თავდაპირველი ოფიციალური სახელი იყო წმინდა სამების ეკლესია[3], ხოლო XV საუკუნეში სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა წმინდა დონატუსის ეკლესია[4].
წმინდა დონატუსის ეკლესია | |
წმინდა დონატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 44°06′56″ ჩ. გ. 15°13′28″ ა. გ. / 44.1158222° ჩ. გ. 15.2244750° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა | ხორვატია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ადრეული ბიზანტიური[1] |
წმინდა დონატუსის ეკლესია უდიდესი რომაულამდელი ნაგებობაა ხორვატიაში. ის აგრეთვე კაროლინგების პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ცენტრალიზებული ტიპის ეკლესიაა.
1893-დან 1954 წლამდე ეკლესიაში განთავსებული იყო ზადარის არქეოლოგიური მუზეუმი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PlanetWare.com - Church of Saint Donat
- ↑ (ხორვატული) Arheološki Muzej Zadar - Sveti Donat
- ↑ InYourPocket - Essential Zadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-22. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
- ↑ (ხორვატული) Izaberi.hr - Crkva sv.Donat დაარქივებული 2012-03-27 საიტზე Wayback Machine.